loader

დათა ახალაიამ ბერძნული საპატიმრო ღიმილით დატოვა - გათავისუფლების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათა ახალაიამ ბერძნული საპატიმრო ღიმილით დატოვა - გათავისუფლების კადრები

კუდის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ოჯახმა გირაოს თანხა - 100 000 ევრო გადაიხადა. როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, ახალაია საბერძნეთში, აგიოს სტეფანოსის ციხიდან პატრასის პოლიციაში ადგილობრივი დროით 16 სთ-ზე ხელბორკილებით მიიყვანეს. მას ოჯახის წევრები შესასვლელთან ელოდნენ. დააახლოებით ნახევარ საათში ახალაიამ პოლიცია ღიმილით დატოვა.

ახლაია უახლოესი 2 თვის განმავლობაში ათენში, ვირონას რაიონში აპირებს დარჩენას. მას საბერძნეთის დატოვება აეკრძალა და ყოველ კვირა პოლიციის განყოფილებაში მოუწევს გამოცხადება. ორი თვის შემდეგ კი, როცა საქართველო საბერძნეთის სასამართლოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას წარადგენს, იგი კვლავ წარდგება ბერძნული სასამართლოს წინაშე. ამ პროცესზე გადაწყდება, მოხდება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადირება.

Data Akhalaia left Greece prison with a smile - Watch the video on georgianews.ge