loader

როდესაც სიყვარული მარადიულია... - ალცჰეიმერით დაავადებული მოხუცის ისტორია ცრემლებს მოგგვრით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდესაც სიყვარული მარადიულია... - ალცჰეიმერით დაავადებული მოხუცის ისტორია ცრემლებს მოგგვრით

არკანზასის შტატში მცხოვრებ მელვინ ამრინის საყვარელ მეუღლესთან 60-წლიანი თანაცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები შესაძლოა, აღარ ახსოვს, თუმცა ცოტა ხნის წინ ალცჰეიმერით დაავადებულმა მამაკაცმა დაამტკიცა, რომ ის, რაც გონებას ავიწყდება, გულს მაინც ახსოვს...

მელვინს ალცჰეიმერის დიაგნოზი 3 წლის წინ დაუსვეს. ტვინის ეს დაავადება იწვევს ინფორმაციის გადაცემის დარღვევას, აზიანებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას და ემოციებს. მელვინის მეუღლე დორისისთვის რთულია იმის ყურება, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ხშირად ვერც კი სცნობს მას, მაგრამ ცოტა ხნის წინ მომხდარმა ამბავმა დორისს შეახსენა, რომ მელვინში ჯერ კიდევ არის ის ადამიანი, რომელიც მას დიდი ხნის წინ შეუყვარდა.

11 მაისს, დედის დღეს, მელვინი სახლიდან გავიდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ იგი სახლიდან სამი კილომეტრის დაშორებით, ყვავილების მაღაზიაში იპოვა - მოხუცი მეუღლისთვის თეთრ ვარდებს ყიდულობდა, ისევე, როგორც ამას 60 წლის მანძილზე აკეთებდა...

ასევე იხილეთ:

ვიდეო, რომელიც აგატირებთ - მომაკვდავი მამაკაცი ცოლს უმღერის

უკვდავი სიყვარულის ისტორია და შეხვედრა 20-წლიანი განშორების შემდეგ