loader

შვეიცარიის პრეზიდენტი ერგნეთში: "არასდროს დამავიწყდება კარავი, რომელიც აქ ვნახე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვეიცარიის პრეზიდენტი ერგნეთში: "არასდროს დამავიწყდება კარავი, რომელიც აქ ვნახე"

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მუშაობას გაეცნო. მისი განმარტებით, დიალოგისა და ნდობის ჩამოყალიბება შვეიცარიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ისევე, როგორც ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება; ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი კი სწორედ იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ამ იდეების ხორცშესხმა.

ბურკჰალტერი საქართველოს გუშინ ეწვია და ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ.

"We would like to increase the security situation here" - Swiss President in Ergneti - Watch the video on georgianews.ge