X
რუსთავში სახლს ხანძარი მესამედ გაუჩნდა - ოჯახი ირწმუნება, რომ ცეცხლი თავისით ჩნდება
21:26 / 03-06-2014
რუსთავში, ჭავჭავაძის #6-ში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, ფოჩხუების ბინაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ხანძრის დროს ისინი აივანზე ისხდნენ, კვამლის სუნზე ოთახში შევიდნენ და ნახეს, რომ იქაურობას ცეცხლი ეკიდა.

ხანძრის ლიკვიდაცას რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე მოგვიანებით დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო მანქანა თბილისიდან გამოიძახეს.

ოჯახის დიასახლისის მადონა ფოჩხუას დედის, რიმა მეგრელიშვილის განცხადებით, სახლში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცეცხლი უკვე მესამედ გაჩნდა - პირველად 25 მაისს, მეორედ 1-ელ ივნისს, მესამედ კი - დღეს. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ცეცხლი თავისით ჩნდება და მას რაღაც უხილავი ძალა აჩენს. მათი თქმით, ცეცხლი ეკიდება ფარდას, ბალიშს, კარადაში ტანსაცმელს. თუმცა მათი ნათქვამის მეხანძრეებს და პოლიციას არ სჯერათ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია საცხოვრებელი ბინის მთელი ფართი და საოჯახო ნივთები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

Rustavi citizens say fire appears in their house by unknown forces - Watch the video on georgianews.ge

ავტორი: მარი ვარდოშვილი
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"
რა წესები უნდა დავიცვათ, თუ აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ
როგორ მოკლა პოლიციამ 12 წლის მოზარდი, რომელსაც ხელში სათამაშო იარაღი ეკავა - შავკანიანთა მკვლელობების გახმაურებული შემთხვევები, რომელთაც სახალხო პროტესტი მოჰყვა
მეცნიერები საავადმყოფოებში მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე კლინიკურ კვლევას ატარებენ
ვინ იქნება "ოცნების" სიის სათავეში
არის თუ არა აშშ-ში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესი? - პოლიტოლოგის შეფასება შტატებში მიმდინარე პროცესებზე