loader

სახლი რუსთავში, რომელიც თავისით იწვის - სამი ხანძარი ათ დღეში და შეშინებული ადგილობრივები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახლი რუსთავში, რომელიც თავისით იწვის - სამი ხანძარი ათ დღეში და შეშინებული ადგილობრივები

რუსთავში ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით სამჯერ დამწვარი სახლი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრშია. ჭავჭავაძის ნომერ 6-ში მდებარე სახლს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება და ის დალუქულია. 10 დღეში 3-ჯერ გაჩენილი ხანძრის ადგილზე საპატრულო და სახანძრო სამსახურები ამ დრომდე იმყოფებიან. ხანძარმა მეზობლებში შიში გამოიწვია. მომხდარს ისინი ვერაფრით ხსნიან.

დაზარალებული ოჯახის წევრები - დავით და ალექსანდრე ფოჩხუები პატრულის თანამშრომლებთან დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. ოჯახის წევრების განმარტებით, დაპირისპირების მოტივი სახანძრო სამსახურის დაგვიანებული რეაგირება გახდა. რუსთავის სასამართლომ ძმებს გირაო შეუფარდა.

ავტორები: ხათუნა გაგნიძე, გიორგი ღუდუშაური

ასევე იხილეთ: რუსთავში სახლს ხანძარი მესამედ გაუჩნდა