loader

გასაბერი ატრაქციონი ქარმა ბავშვებიანად გაიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გასაბერი ატრაქციონი ქარმა ბავშვებიანად გაიტაცა

აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში გიგანტური გასაბერი ატრაქციონი ძლიერმა ქარმა წაიღო. ბატუტზე რვა წლის გოგონა და ხუთი წლის ბიჭუნა თამაშობდნენ. მსუბუქი კონსტრუქცია ქარმა მინდორზე გაათრია და რამდენჯერმე გადააბრუნა.

როგორც კი გასაბერი ატრაქციონი გადაბრუნდა, გოგონა სასახლიდან გადმოვარდა, ბიჭუნა კი შიგნით მის გაჩერებამდე იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ბავშვები სერიოზულად არ დაშავებულან.