loader

ბაშარ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაშარ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. სირიელთა 88,7%-მა არჩევნებში ბაშარ ალ-ასადს დაუჭირა მხარი.

ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნებში ასადის მთავარმა მეტოქეებმა - ჰასან ალ-ნურიმ და მაჰერ ჰაარმა ხმების 4,3% და 3,2% მიიღეს.

დამასკოში ბაშარ-ალ ასადის გამარჯვებას საზეიმო გასროლით შეხვდნენ, რომლის დროსაც, სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა.

ბაშარ ალ-ასადი ქვეყნის პრეზიდენტი მესამე ვადით გახდა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში დარჩება სირიის სათავეში.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება, ასი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებულია.

ასევე იხილეთ:

დიქტატორის ცოლი - ბაშარ ასადის ინგლისელი მეუღლე

სოფო შევარდნაძის ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშარ ასადთან