loader

"ეკონომიკის 6,3%-იანი ზრდის შესაძლებლობა შესრულებადია" - გიორგი კვირიკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეკონომიკის 6,3%-იანი ზრდის შესაძლებლობა შესრულებადია" - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკის 6,3 პროცენტით ზრდის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული პროგნოზი შესრულებადია. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, წინასწარ დასახელებული ციფრები მხოლოდ რეგიონული კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს, რასაც არ ელოდებიან.

ამასთან, მინისტრმა ინვესტიციების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით გამოცოცხლება არაერთ სექტორში შეინიშნება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წელს ეკონომიკის 6,3-პროცენტიან ზრდას ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.