loader

სულისშემძვრელი მომენტი: მეხუთე სართულის აივანს ჩაბღაუჭებული პატარა ბიჭუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სულისშემძვრელი მომენტი: მეხუთე სართულის აივანს ჩაბღაუჭებული პატარა ბიჭუნა

ბრაზილიაში, ქალაქ ვილა-ველაში პატარა ბიჭუნა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ვიდეოში, რომელიც გამვლელმა გადაიღო, ჩანს მეხუთე სართულის აივნის მოაჯირს ჩაბღაუჭებული ბიჭუნა. საბედნიეროდ, სწრაფად იმოქმედა გამვლელმა ბრუნო ტეიქსეირმა, მეხუთე სართულამდე სწრაფად აირბინა და ბავშვი გადაარჩინა. როგორც გაირკვა, ბიჭუნა მძინარე დედას აივანზე გამოეპარა.

"სულისშემძვრელი სანახაობა იყო, ბავშვი დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე ეკიდა. მაშინვე შევცვივდით შენობაში... ბინაში შესულებმა დავინახეთ, რომ ოთახში ქალს ეძინა. ის ბიჭუნას დედაა", - განუცხადა ბავშვის მხსნელმა ჟურნალისტებს.


ასევე იხილეთ:

ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი გამვლელმა დაიჭირა

შოკისმომგვრელი ვიდეო: ბავშვი მეათე სართულის ფანჯრის რაფაზე სეირნობს