loader

ახალაიები და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია - რა ვიდეოს ავრცელებს პროკურატურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალაიები და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია - რა ვიდეოს ავრცელებს პროკურატურა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და პატიმართა წამებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "მეტი თვალსაჩინოებისთვის და რეალური სურათის დასახატად" წარმოადგინა კომპიუტერული გრაფიკა, სადაც აღდგენილია სპეცოპერაციის სურათი და დეტალურადაა ნაჩვენები, თუ რა მოხდა 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნული მასალა მომზადებულია პროკურატურის მიერ მოპოვებული და შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი არიან ბრალდებულები.