loader

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

უკრაინაში დღეს ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია იმართება. საზეიმო ცერემონია უმაღლეს რადაში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო, ღონისძიების მეორე ნაწილი კი კიევში, სოფიას მოედანზე ჩატარდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას 56 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო. ინაუგურაციას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. სტუმრების ლოჟაში მარგველაშვილის გვერდით ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდე ლუკაშენკო, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი სხედან.