loader

ბათუმში ბოკერიას, უგულავას და ბარამიძეს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ბოკერიას, უგულავას და ბარამიძეს დაუპირისპირდნენ

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრისას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძის მოსახლეობასთან შეხვედრისას რუსთაველის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ რუაძის და "სახალხო კრების" წევრის დავით ლორიას მისვლის შემდეგ დაიწყო.

როგორც ლორია აცხადებს, 26 მაისის მოვლენების დროს, იგი აწამეს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების მორალური უფლება არ აქვს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დავით ლორიას პერანგი შემოახიეს. შეხლა-შემოხლა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.