loader

როგორ გაჩნდა მთვარე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაჩნდა მთვარე?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოთხნახევარი მილიარდი წლის წინ დედამიწას კიდევ ერთი პლანეტა - თეია შეეჯახა. ეს უდიდესი კატაკლიზმა იყო. ორი პლანეტის ნამსხვრევები ერთმანეთს შეერწყა და ახალი სხეული - მთვარე წარმოშვა... მაგრამ სად არის ახლა თეია?

მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანების დასაწყისში აპოლოს ექსპედიციის ასტრონავტებმა დაახლოებით 1400 კილოგრამამდე მთვარის ქანები ჩამოიტანეს დედამიწაზე. იმ დროიდან მოყოლებული მთელი ეს წლები მეცნიერები მათში თეიას კვალს ეძებდნენ და ბოლოს მიაკვლიეს კიდეც. მაგრამ აქ მეორე კითხვა გაჩნდა: მთვარეზე თეიას ნივთიერებები ძალიან ცოტაა. ახლა მეცნიერები იკვლევენ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.