"ასის ფარგლებში არითმეტიკა, იმედია, იცით; ბევრი 41 გვინდა" - ქარელელი კანდიდატი ამომრჩევლებს
16:31 / 10-06-2014
"ასის ფარგლებში არითმეტიკა, იმედია, იცით. ორმოცდაერთი იწერება ესე - ოთხიანი და ერთიანი. ბევრი 41 გვინდა, თან ძალიან გვინდა" - ასე მიმართა "ქართული ოცნების" ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა მარინა ქასანაშვილმა ამომრჩეველს.
ქასანაშვილი ფიქრობს, რომ თუკი 70% მოიგებს არჩევნებს, ეს შედეგი წაგებას ნიშნავს და მას 82%-იანი შედეგი უნდა.