loader

"ყველაზე ტვინგაყინულებისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ..." - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე ტვინგაყინულებისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ..." - ირაკლი ალასანია

"ყველაზე ტვინგაყინულებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემა და არაფერი აქვს საერთო ანტისარაკეტო სისტემასთან" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს ალბანეთის თავდაცვის მინისტრ მიმი კოდელისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთმა ნატო-ს საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსება უნდა შესთავაზოს. ირაკლი ალასანიას ამ განცხადებას პოლიტიკოსებში ინტერპრეტაცია მოჰყვა, რომ თავდაცვის მინისტრი საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე საუბრობდა.