loader

ცათამბჯენის კედელზე კონდიციონერს ჩახუტებულმა მამაკაცმა მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცათამბჯენის კედელზე კონდიციონერს ჩახუტებულმა მამაკაცმა მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია

უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც შანხაიში ცათამბჯენის მერვე სართულზე კონდიციონერზე აძვრა, შეწუხებული მაყურებელი მოაგროვა.

მისი არასტანდარტული და გაუგებარი საქციელი მობილური ტელეფონით მეზობელი შენობიდან ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.

ამასთან, კონდიციონერს ჩახუტებულ მამაკაცს მხოლოდ ტრუსები ეცვა.

ვარაუდობენ, რომ ეს ან ვიღაც "ქალაქის გიჟია”, ან სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გაქცეული გმირი-საყვარელი. თავის მხრივ, შენობის დაცვის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - ეს, უბრალოდ, ტექნიკური სპეციალისტია, რომელიც კონდიციონერს არემონტებს.