loader

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრა შედგა.

თავდაპირველად ირაკლი ღარიბაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზუმ პირისპირ შეხვედრა გამართეს, ამის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს გაფართოებული ფორმატით შეხვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზე მანუელ ბაროზუ სასტუმრო "რედისონიდან" მოვიდნენ, სადაც საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გახსნეს.

ჟოზე მანუელ ბაროზუ საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და თბილისს დღეს დატოვებს.