loader

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ფონიჭალაში, "ნაციონალური მოძრაობის" ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, დაზარალებულები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამინისტროს განცხადებით, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად მოხდება.