loader

23 წლის ბიჭმა გლდანში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღა - ბრალდებული დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

23 წლის ბიჭმა გლდანში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღა - ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ჯონი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის 27 მაისს თბილისში, გლდანის რაიონში, ჯონი გ. ყაჩაღურად თავს დაესხა "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა - 4499,30 ლარი, 1300 აშშ დოლარი და 600 ევრო გაიტაცა.

ჯონი გ. 15 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის მინსკიდან თბილისში ჩამოფრინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).