loader

რა ვიდეომასალას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის და დედოფლისწყაროს საარჩევნო უბნებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეომასალას ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის და დედოფლისწყაროს საარჩევნო უბნებიდან

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ორ ვიდეომასალას აქვეყნებს. პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, მასალაში აღწერილია მარნეულისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ფაქტები.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გვარები დაასახელეს, რომლებიც, მათი თქმით, უშუალოდ მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებაში. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მარნეულის ოლქში არჩევნებს აყალბებდა კონკრეტულად თამაზ ნაოიანი, ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, დედოფლისწყაროს რაიონში, ხორნაბუჯში, რომელიც ღარიბაშვილის სოფელია, არჩევნების შედეგები დადგა არა ხალხის ნებით, არამედ საუბნო და საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს შორის გარიგების შედეგად.

ასევე იხილეთ:

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ვიდეომასალას ავრცელებს