loader

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მშვიდად, ”სვეცკად” ჩაყრიდა ამდენ ბიულეტენს - თინა ხიდაშელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მშვიდად, ”სვეცკად” ჩაყრიდა ამდენ ბიულეტენს - თინა ხიდაშელი

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრად მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობასა და შედეგებზე ისაუბრა. საუბრის დროს იგი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოსაც შეეხო, რომელშიც მარნეულის საარჩევნო უბანია გადაღებული. თინა ხიდაშელის თქმით, პიროვნებამ, რომელიც ამ ინციდენტის მთაავარი გმირია, ვიდეოს გავრცელებამდე საქართველოს ტერიტორია დატოვა, რაც მის მიმართ ეჭვებს აძლიერებს.

ხიდაშელის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში, ამ ადამიანმა და კომისიის წევრებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.