loader

ალასანია და ნორლანდი ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელ წვრთნას დაესწრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანია და ნორლანდი ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელ წვრთნას დაესწრნენ

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2014-ის საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. საჩვენებელ წვრთნებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. საჩვენებელი წვრთნით Agile Spirit 2014-ის აქტიური ფაზა დასრულდა.

ერთობლივი სწავლების დროს ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ს მისიით გათვალისწინებულ სამხედრო ამოცანებს ერთობლივად ასრულებდნენ.