loader

ვინ ჰპირდება "ქართული ოცნების" სახელით თბილისელებს გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ ჰპირდება "ქართული ოცნების" სახელით თბილისელებს გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებას

თბილისელებს "ქართული ოცნების" სახელით გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებას ჰპირდებიან. მსგავსი შინაარსის განცხადებები საბურთალოზე, ავტობუსის გაჩერებებზეა გამოკრული.

განცხადებაში სამი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია მითითებული. "პალიტრა ტვ"-მ აღნიშნულ ნომრებზე დაკავშირებით სცადა გაერკვია, კონკრეტულად რას შეეხებოდა დაპირება. მითითებული სამი ნომრიდან ერთი "ქართული ოცნების" საბურთალოს ერთ-ერთი ქუჩის წარმომადგენლის აღმოჩნდა. ქალბატონი, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ დაასახელა, ქუჩაში გამოკრული განცხადების შესახებ საქმის კურსში იყო. მან დაადასტურა, რომ განცხადებები "ქართული ოცნების" კოორდინატორმა გააკრა, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნულმა პირმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და მასთან შეთანხმების გარეშე მიიღო. მისივე თქმით, მოგვიანებით იგივე პირს დაევალა, გაკრული განცხადებები სასწრაფოდ ჩამოეხსნა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი განცხადება მათ არ გაუვრცელებიათ. როგორც პარტიაში აცხადებენ სავარაუდოდ, "მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით, არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღაცას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია სურს".