loader

ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებულ გერმანელ ექსპერტს 2 კვირაა უშედეგოდ ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებულ გერმანელ ექსპერტს 2 კვირაა უშედეგოდ ეძებენ

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს საძიებო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი 2 კვირაა უშედეგოდ ატარებს.

15 სამაშველო ჯგუფმა აწყურის, ბორჯომის, ხარაგაულის და ბაღდათის მიმართულებით 15 სხვადასხვა მარშრუტი გაიარა და ტყე-პარკის ყველა ხეობა დეტალურად დაათვალიერა.

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით ესტუმრა საქართველოს. ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. მისი დაკარგვის შესახებ "112"-ში შეტყობინება 10 ივნისს შევიდა.