loader

სახანძრო კიბე, მაშველები და მაყურებელი სახურავზე - უჩვეულო წარმოდგენა ახმეტელის თეატრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახანძრო კიბე, მაშველები და მაყურებელი სახურავზე - უჩვეულო წარმოდგენა ახმეტელის თეატრში

24 ივნისს სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში ირაკლი კაკაბაძის პიესის - "მასხარა და ბოდრიარის" საჯარო კითხვა გაიმართა. პიესის მთავარი ხიბლი ის იყო, რომ ახმეტელის თეატრის მსახიობებმა საჯარო კითხვა შენობის სახურავზე გამართეს... პიესაში აღწერილია ახალგაზრდა ქართველი მხატვრისა და რეჟისორის, გიორგი მასხარაშვილისა და ცნობილი ფრანგი ფილოსოფოს-მოაზროვნის - ჟან ბოდრიარის წარმოსახვითი დიალოგი...

ახმეტელის თეატრში უჩვეულო წარმოდგენაზე მობილიზებული იყო მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მაშველებმა მაყურებელი თეატრის სახურავზე სახანძრო კიბის საშუალებით აიყვანეს, საღამოზე დასწრების მსურველებმა კი ბილეთის ნაცვლად, დისტანციური მართვის პულტი წარადგინეს...

ავტორი: თიკო ციცვიძე