loader

თუ თვლით, რომ პროპუტინური პოლიტიკით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებთ, ცდებით - ანდრეი ილარიონოვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ თვლით, რომ პროპუტინური პოლიტიკით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებთ, ცდებით - ანდრეი ილარიონოვი

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "კავკასიური პალიტრა" ყოველ ხუთშაბათს კავკასიაში მიმდინარე გეო-პოლიტიკურ პროცესებს ეთმობა.

დღევანდელი გადაცემა ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოცხადებულ შესაძლო რეფერენდუმს დაეთმო, რომლის ჩატარების ინიციატორი პარტია "ედინაია ოსეტიას" ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი გახლავთ. სწორედ მან მოუწოდა ე.წ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ჩაეტარებინათ რეფერენდუმი და შეერთებოდნენ რუსეთს. თემაზე სასაუბროდ "კავკასიური პალიტრის" პირდაპირ ეთერში მოსკოვიდან ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი ჩაერთო.

მამუკა არეშიძემ სტუმარს კითხვით მიმართა: რაც უფრო მიისწრაფვის საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისკენ, მით უფრო აქტიურობს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხომ არ არის საქართველოს ასეთი აქტიურობა კონტრპროდუქტიული?

ილარიონოვის თქმით, იმაზე ფიქრი, რომ პრორუსული პოლიტიკის გატარება ტერიტორიების შენარჩუნების გარანტია, მცდარია: "თუ თვლით, რომ პრორუსული ან პროპუტინური პოლიტიკის გატარებით შეინარჩუნებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ცდებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუკი მას მთლიანად მოაქცევთ პუტინის კონტროლქვეშ. და ეს მაინც იქნება საქართველო უკვე ახალი საზღვრებით", - აღნიშნა ილარიონოვმა.

იხილეთ "კავკასიური პალიტრა" ვრცლად