loader

"დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი" - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს - ევროპას.

ღარიბაშვილის თქმით, 27 ივნისი განსაკუთრებული თარიღია იმიტომაც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც საქართველო, საერთო ეროვნული თანხმობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, საკუთარი მტკიცე და ურყევი ნებით უერთდება დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს.

“Today Georgia takes a giant step toward free Europe” – Irakli Gharibashvili - Watch the video on georgianews.ge