loader

"მოღალატე ხარ" - ინციდენტი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოღალატე ხარ" - ინციდენტი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე

საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმემ, ტრისტან წითელაშვილმა დაკითხვის შემდეგ სასამართლოს დარბაზი დატოვა, ახალაიას მხარდამჭერებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, წითელაშვილს შეაფურთხეს და სამშობლოს მოღალატე და რუსეთის აგენტი უწოდეს.

სასამართლოში ისმოდა მოწმის საპასუხო გინებაც. დარბაზიდან ტრისტან წითელაშვილი მანდატურების თანხლებით გამოვიდა. სასამართლოს დერეფანში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც, რომელმაც მოწმე პროკურორების სამუშაო ოთახს შეაფარა, შემდეგ კი მოწმე სამართალდამცველებმა საკუთარი მანქანით გაიყვანეს.

წითელაშვილი სასამართლოს ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა. როგორც მან აღნიშნა, ნასამართლევია და პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდა დაიღუპა.