loader

ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული ირაკლი ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 280 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს.
ირაკლი ჩ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.