loader

დრამატული კადრები: ტახი ჟურნალისტებს თავს დაესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დრამატული კადრები: ტახი ჟურნალისტებს თავს დაესხა

იაპონიის ერთი-ერთი ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს ტახი დაესხა. გადამღები ჯგუფი ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიაში მივიდა, სადაც ტახი შევარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა შეატყობინა.

ტახს ჟურნალისტები აშკარად არ მოეწონა. ცხოველი ჯერ კორესპონდენტს დაესხა თავს, შემდეგ კი ოპერატორს. ტახმა აპარატურა დაამტვრია და დავარდნილ მამაკაცს ეშვებით შეუტია.

საბოლოოდ, რეპორტიორების დასახმარებლად ვეტერინარები მივიდნენ. მათ ტახი სპეციალური პრეპარატით დაამშვიდეს და ქალაქგარეთ გაიყვანეს. დაშავებული ჟურნალისტები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.