loader

დონეცკში რუსი ოპერატორი დაიღუპა: 68 წლის ანატოლი კლიანის სიკვდილი კოლეგამ გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში რუსი ოპერატორი დაიღუპა: 68 წლის ანატოლი კლიანის სიკვდილი კოლეგამ გადაიღო

დონეცკში რუსეთის "პირველი არხის" ოპერატორი ანატოლი კლიანი დაიღუპა. რუსეთის "პირველი არხის" ინფორმაციით, 68 წლის ანატოლი კლიანი გადამღებ ჯგუფთან ერთად ერთ-ერთ სამხედრო ნაწილთან ახლოს იმყოფებოდა, რა დროსაც დაიჭრა. მოგვიანებით, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტელეკომპანია НТВ დაჭრილი ოპერატორის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც ანატოლი კლიანის კოლეგამ გადაიღო.

17 ივნისს, ლუგანსკის ოლქში რუსული ტელეკომპანია Россия 1-ის კორესპონდენტი იგორ კარნელიუკი და ხმის რეჟისორი ანტონ ვოლოშინი დაიღუპნენ.