loader

მამაკაცმა პროტესტის ნიშნად ტოკიოს ცენტრში თავი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა პროტესტის ნიშნად ტოკიოს ცენტრში თავი დაიწვა

იაპონიაში მამაკაცმა ტოკიოს ცენტრში თავის დაწვა სცადა. ამ საქციელით მან პროტესტი გამოხატა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ. ცვლილებები მთავრობას ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას მისცემს.

თვითმხილველების თქმით, სოლიდურ კოსტიუმში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი სადგურზე საფეხმავლო ხიდზე ავიდა. ცეცხლის წაკიდებამდე მამაკაცი საათზე მეტხანს მეგაფონში იაპონიის კონსტიტუციაში ცვლილების შესახებ ყვიროდა.

აალებული მამაკაცი ჩააქრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.