loader

როდის აშენდება და როგორი იქნება ახალი მეტროსადგური თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის აშენდება და როგორი იქნება ახალი მეტროსადგური თბილისში

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე წარმოდგენილი იყო ბანერები, თუ როგორ სახეს მიიღებს დასრულებული მეტროპოლიტენის ახალი სადგური, რომლის მშენებლობა 20 წლის წინ შეჩერდა. მშენებლობის პროცესი ორი წელი გაგრძელდება და 2016 წლისათვის დასრულდება.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება გვირაბის რეაბილიტაცია, საერთო სიგრძით - 2,6 კმ. მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობების ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟო სისტემები; ასევე - სიგნალიზაციის, მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები; გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელი.

თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. 2016 წლისთვის, მშენებლობის შედეგად, დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს ახალი, 23-ე სადგური დაემატება.