loader

აზერბაიჯანიდან მომავალ ირმა ნადირაშვილს ჩანთაში 350 ათასი დოლარი ედო - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანიდან მომავალ ირმა ნადირაშვილს ჩანთაში 350 ათასი დოლარი ედო - კახა კალაძე

ბაქოდან გამომგზავრებისას უშუალოდ ირმა ნადირაშვილს ჩანთაში 350 ათასი დოლარი ჰქონდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირმა ნადირაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს ბაქოდან შავი ფული მოჰქონდათ – დაახლოებით 1 მილიონის ოდენობით, რის გამოც 4 საათის განმავლობაში დაკავებული იყვნენ.

რაც შეეხება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ რომან ბარბაქაძეს, მეტსახელად "რემენას", ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მას საერთოდ არ იცნობს და არანაირი კავშირი მასთან არ ჰქონია.
კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინიდან საქართველოში დეპორტირებული "რემენა" დაკავების ნაცვლად, აეროპორტიდან უშუალოდ კალაძის მფარველობით გაიყვანეს, სიცრუეს უწოდებს.