loader

"ტრაპთან პატრული დაგვახვედრეს..." - რა ვიდეოს ავრცელებს გოგა ხაჩიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტრაპთან პატრული დაგვახვედრეს..." - რა ვიდეოს ავრცელებს გოგა ხაჩიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები წუხელ კიევიდან დაბრუნდნენ, სადაც რამდენიმე დღის მანძილზე შეხვედრებს მართავდნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და უკრაინელ მაღალჩინოსნებთან. დეპუტატი გოგა ხაჩიძე თბილისის აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც შემდეგ კომენტარს ურთავს: "ტრაპთან სუსის და პატრულის მანქანები დაგვახვედრეს. საქმე არაფერი ჰქონდათ, უბრალოდ, ჩვენი (საშიში დამნაშავეების) ავტობუსი მიაცილეს ბოლომდე დემონსტრაციულად. ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ჩვენს დისკრედიტაციას ახდენენ ჰაკიმის ჭკუით. ეგრე გააგრძელეთ! "რემენა" გააპარეთ და ჩვენ კუდში გვდიეთ!"

ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი და ხატია ბუნიათიშვილი კიევში