loader

რომელ ნაყინში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირი - მომხმარებელთა ფედერაციის კვლევის შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ ნაყინში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირი - მომხმარებელთა ფედერაციის კვლევის შედეგები

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ ტყიბულში შპს "კორია-კუს" მიერ წარმოებულ ნაყინში ოქროსფერი სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოაჩინა.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ ნაყინის ოცი ნიმუშისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. მისი განცხადებით, რვა ნიმუშიდან ოთხი ეჭვის საფუძველს იძლევა და მოკვლევისთვის გადაეცა სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ხოლო 4 კი დაბინძურებულია.

კოიძის განმარტებით, მიკრობიოლოგიური დაბინძურება გააჩნია ასევე ზუგდიდში დამზადებულ ნაყინს, შპს "ლეგო-L"-ს, ასევე, ზესტაფონში შპს "სიურპრიზის" მიერ წარმოებულ ნაყინს და თბილისში შპს "კრისტალის" მიერ წარმოებულ ნაყინს.