loader

ტრაგედია ბათუმში: მშობიარობის დროს 27 წლის ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ბათუმში: მშობიარობის დროს 27 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში მშობიარობის დროს 27 წლის ქალი გარდაიცვალა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის შორენა დევაძე მშობიარობის დროს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, მშობიარე ქალი საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რამდენიმე საათში კი დედაც დაიღუპა.

შორენა დევაძის ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში შეჭრაც სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის დანიშნვას და საქმის გამოძიებას ითხოვენ. მშობიარეს გარდაცვალების მიზეზებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს, - ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საკითხის გარკვევაში ჩაერთვება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და კონკრეტული დასკვნებიც გაკეთდება. მინისტრის მოადგილის თქმით, თუ გამოიკვეთება ექიმის ბრალეულობა, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.