loader

"თქვენთან ერთი საკითხი მაქვს გასარკვევი..." - რა პირობა შეახსენა თინა ხიდაშელმა გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენთან ერთი საკითხი მაქვს გასარკვევი..." - რა პირობა შეახსენა თინა ხიდაშელმა გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში

5 ივლისს, 9 საათიან "კურიერში" გიორგი გაბუნიამ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებაზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი ჩართო. თუმცა, პოლიტიკოსმა საუბრის დასაწყისში წამყვანს ძველი დაპირება შეახსენა.

თინა ხიდაშელის თქმით, გაბუნია პარლამენტარ გიგლა აგულაშვილს დაპირდა, რომ მასთან ერთად მოინახულებდა გახსნილ საწარმოებს. წამყვანმა პარლამენტარის მოწვევაზე უარი გადატვირთული რეჟიმითა და მოუცლელობით ახსნა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საფუძვლიანი სიუჟეტის გაკეთება იგეგმება.