loader

პოეტი, რომელიც ლექსებს "ცრემლებით წერს" - ტარიელ ხარხელაური ბუნებასთან და ხალხთან ახლოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოეტი, რომელიც ლექსებს "ცრემლებით წერს" - ტარიელ ხარხელაური ბუნებასთან და ხალხთან ახლოს

ლექსები, რომლებსაც პოეტი ტარიელ ხარხელაური ცრემლებით წერდა, კიდევ ერთ ახალ კრებულში გამოიცა. ბუნებასთან და ხალხთან ახლოს მდგომი პოეტის პოეზიის საღამო დუშეთის კულტურის ცენტრში გაიმართა. ამბობს, რომ ქართულ პოეზიაში გალაქტიონის სიკვდილის შემდეგ მოვიდა და მას ისე უყურებდნენ, როგორც ზოოპარკში ახალ ბინადარს. 67 წლის პოეტი იხსენებს, რომ ბავშვობაში წიგნებიდან პირველი სტრესი დოსტოევსკის "ეშმაკისგან" მიიღო. მისთვის ბიბლიის ტოლფასი ვაჟა-ფშაველაა, გოდერძი ჩოხელი კი - მისი საყვარელი მწერალი...

ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო დუშელებმა თავად ისურვეს. პოეტის საზოგადოებასთან შეხვედრა წიგნის მაღაზიათა ქსელის, "ბიბლუსის" ახალი პროექტის ფარგლებში მოეწყო.

ავტორები: ეკა ბახუტაშვილი, გიგა ხურცილავა