loader

აღმოაჩინე ახალი ქართული ინოვაციები და გამოგონებები "ექსპო ჯორჯიაში" 10-12 ივლისს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღმოაჩინე ახალი ქართული ინოვაციები და გამოგონებები "ექსპო ჯორჯიაში" 10-12 ივლისს

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 10-12 ივლისს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიის" მე-6 პავილიონში ტარდება გამოფენა - "ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება სხვადასხვა ინდუსტრიისათვის.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია, გამოავლინოს და წარმოაჩინოს საქართველოში არსებული გამოყენებითი კვლევების შედეგები და ტექნოლოგიები, ხელი შეუწყოს ინოვატორებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის წახალისებას, ახალი ინოვაციური პროექტების დაწყებას და სტარტ-აპ კომპანიების გაჩენას.