loader

უჩვეულო სარეკლამო შეთავაზება ქართველ ამომრჩეველს: მიეცი ხმა და მიიღე ფასდაკლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უჩვეულო სარეკლამო შეთავაზება ქართველ ამომრჩეველს: მიეცი ხმა და მიიღე ფასდაკლება

12 ივლისს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ალბათ, სწორედ ამის გამო მეორე ტურისთვის ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე "მისაზიდად" უჩვეულო სარეკლამო კამპანია წამოიწყეს. "ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისთვის" - ასეთია სარეკლამო რგოლის პათოსი, რომელიც ქართული ტელეკომპანიების ეთერით დღეს ტრიალებს. ის, ვინც არჩევნებზე გამოცხადდება, არჩევნების დღის ბოლომდე მარკირების წარდგენის შემდეგ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ფასდაკლებით ისარგებლებს. აქციაში რამდენიმე ცნობილი სავაჭრო ობიექტია ჩართული, მათ შორის: "ავერსი", "მაკდონალდსი", "სმარტი", "გალფი" და ა.შ.