loader

"წერილი გიგის" - რას წერენ მხარდამჭერები პატიმარ უგულავას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წერილი გიგის" - რას წერენ მხარდამჭერები პატიმარ უგულავას

მშვიდობის ხიდზე გიგი უგულავას მხარდასაჭერი აქცია "წერილი გიგის" გაიმართა. აქციაში გიგი უგულავას მხარდამჭერებმა, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიიღეს მონაწილეობა. წერილების ავტორები მადლობას უხდიან უგულავას იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაწია მერობის პერიოდში და მის მიმართ მხარდაჭერას წერილობითი ფორმით გამოხატავენ. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, გიგი უგულავა ამ წერილებს ე.წ. "მატროსოვის ციხეში" მიიღებს.

მშვიდობის ხიდზე ასევე გაიმართა გამოფენა სახელწოდებით "ეს გიგის გაკეთებულია". ფოტოსურათებზე წარმოდგენილი იყო ის პროექტები, რომელიც გიგი უგულავას მერობის დროს განხორციელდა. აქცია ესწრებოდა პატიმრობაში მყოფი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე.