loader

ედუარდ შევარდნაძის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ედუარდ შევარდნაძის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ გაემართა. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატად მივიდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციები და უცხოელი სტუმრები, მათ შორის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფარუქ ჩელიქი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი.