loader

ხარი მისდევს, კაცი "სელფს" იღებს - წლის კადრი ენსიეროდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხარი მისდევს, კაცი "სელფს" იღებს - წლის კადრი ენსიეროდან

რაც მართალია, მართალია - "სელფების" სიყვარული ყოველგვარ ზღვარს გადადის. "სელფების" გადაღება უკვე ისეთ ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი დაიწყეს, როგორიც ენსიეროა - კერძოდ მაშინ, როცა შეიძლება გამძვინვარებულმა ხარმა რქებზე წამოგაგოს.

ესპანური ქალაქის, პამპლონას პოლიცია სწორედ ასეთ "სელფომანს" ეძებს - ამერიკელს, რომელმაც ენსიეროზე საკუთარი და სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად გადაიღო რამდენიმე "სელფი". თუ იპოვეს, ამ კაცს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. ისე, წელს პამპლონაში, ხარების გარბენისას "სელფების" გარეშეც დაშავდა შვიდი კაცი.

ასევე იხილეთ:

ყველაზე გიჟური "სელფი"

"სელფის" გადაღების დროს გოგონები ავარიაში მოყვნენ

მამაკაცის უიღბლო "სელფი" მიმავალი მატარებლის ფონზე