loader

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ტელეკომპანია "რუსთვის 2"-ის დამფუძნებლის ცხედარი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კიწმარიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თიკო ბეჟაშვილმა განუცხადა, ცხედარი საკუთარი სახლის ავტოფარეხში, ჭავჭავაძის #35-ში იპოვეს.

კიწმარიშვილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ჯერ არ გადაუსვენებიათ. პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის კრიმინალისტები მუშაობენ.

იხილეთ ასევე: ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილას ია კიწმარიშვილი მივიდა

ცნობილი ჟურნალისტები კიწმარიშვილის გარდაცვალების შესახებ