loader

გასტროლებზე მიმავალი მოზარდები რიკოთზე ავარიაში მოყვნენ - დაღუპულია 14 წლის გოგონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გასტროლებზე მიმავალი მოზარდები რიკოთზე ავარიაში მოყვნენ - დაღუპულია 14 წლის გოგონა

15 ივლისს, საღამოს, რიკოთზე ტრაილერი ავტობუსს შეეჯახა, რომელსაც ბულგარეთში გასტროლებზე მოზარდთა ცეკვის ანსამბლი მიჰყავდა. ავტობუსში ავარიის დროს 35 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას ემსხვერპლა 14 წლის გოგონა. დაშავებულია 10 ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

14-year-old girl dies in a car accident in Rikoti - Watch the video on georgianews.ge