loader

ფილიპინებზე შტორმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფილიპინებზე შტორმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

38 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ფილიპინებზე მომხდარი შტორმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რვა ადამიანი დაკარგულად ითვლება. მილიონობით ადამიანი კი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტაიფუნი "რამასუნი" ფილიპინებს სამშაბათს დაატყდა თავს. სტიქიის გამო ხელისუფლებამ 530 ათასი ადამიანის ევაკუირება მოახდინა. 2013 წელს ფილიპინებზე ტაიფუნ "ჰაიანის" შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1 800 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.