loader

დონეცკის ოლქში მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო "ბოინგი" ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკის ოლქში მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო "ბოინგი" ჩამოვარდა

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777" უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიალაინერში 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. რუსეთის საზღვარი თვითმფრინავს მოსკოვის დროით 17:25 სთ-სთვის უნდა გადაეკვეთა.

ამასთან, "უკრაინსკაია პრავდა" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო "ბოინგი". ის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა.