loader

შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური ”ბოინგი” და დაღუპული მგზავრები (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური ”ბოინგი” და დაღუპული მგზავრები (+18)

ინტერნეტში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777"-ის კატასტროფის ამსახველი კადრები ვრცელდება. ვიდეოში ჩანს დამსხვრეული ავიალაინერი და დაღუპული მგზავრები.

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777" უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიალაინერში 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. რუსეთის საზღვარი თვითმფრინავს მოსკოვის დროით 17:25 სთ-სთვის უნდა გადაეკვეთა.

ამასთან, "უკრაინსკაია პრავდა" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო "ბოინგი". ის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა.

იხილეთ ასევე:

გავრცელდა "ბოევიკების" აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრობენ

მალაიზიური "ბოინგის" ავიაკატასტროფის ადგილზე 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

დონეცკის ოლქში მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო "ბოინგი" ჩამოვარდა