loader

თეა წულუკიანი არასრულწლოვანი ყოფილი მსჯავრდებულებისთვის ტატუების მოცილების პროცესს დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეა წულუკიანი არასრულწლოვანი ყოფილი მსჯავრდებულებისთვის ტატუების მოცილების პროცესს დაესწრო

იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით, დანაშაულის პრევენციის ცენტრი არასრულწლოვან ყოფილ მსჯავრდებულებს სხეულიდან ტატუირების მოცილებაში ეხმარება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე არასრულწლოვან ყოფილ მსჯავრდებულთა სხეულიდან ტატუირების (სვირინგის) მოცილების პროცესს დღეს დაესწრნენ. ტატუირების მოცილების პროცესს ასევე დაესწრნენ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი და ტენდერში გამარჯვებული კლინიკა "ესთელაინის" დირექტორი გია გვარამია.

თეა წულუკიანის თქმით, ტატუირება ხშირად უშლით ხელს ციხიდან გამოსულ მოზარდებს მომავალ დამსაქმებელთან ინტერვიუზე მისვლაში, რაიმე საზოგადოებრივი და სოციალური აქტივობის წამოწყებაში.